კონდიციონერების ტიპები
ფანჯრის კონდიციონერები
ფანჯრის კონდიციონერი დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა დიდი პოპულარობით. მას განასხვავებდა შედარებით დაბალი ღირებულება, და მარტივი მონტაჟი. მისი სიმძლავრის სპექტრი ვრცელდება 2-დან, 6 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერებს გააჩნიათ ბევრი ნაკლი და მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - ხმაურის მაღალი დონე.
მობილური კონდიციონერები
მობილურ კონდიციონერს გააჩნია პატარა ბორბლები რაც მის გადადგილებას მარტივებს. მაქსიმალურად გამარტივებული მონტაჟი, და მობილურობა არის მისი ძირითადი უპირატესობა, მაგრამ მისი გადადგილება შენობაში შეზღუდულია შლანგის სიგრძით რომლის მეშვეობით ხდება ცხელი ჰაერის გარეთ გაგდება. ამ ტიპის კონდიციონერის ნაკლია - ხმაურის მაღალი დონე, დაბალი მარგქმედების კოეფიცენტი, და მაღალი ღირებულება.
სპლიტ სისტემები
პირობითათ გამოყოფენ ჩვეულებრივ სპლიტ-სისტემებს და მულტისპლიტ-სისტემებს. ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა შედგება ერთი გარეთა და ერთი შიდა ბლოკისგან; მულტისპლიტ-სისტემაში გარე ბლოკი ერთია ხოლო შიდა ბლოკების რაოდენობა შეზღუდულია 4 ელემენტით. მულტისპლიტ-სისტემა უფრო რთული და მრავალსახოვანია ვიდრე ჩვეულებრივი სპლიტ-სისტემა, მულტისპლიტ-სისტემის შიდა ბლოკები განსხვავდება სიმძლავრის და ტიპის მიხედვეთ. მონტაჯის სირთულის გამო იზრდება სისტემის მონტაჟის ღირებულება. სპლიტ-სისტემებს გააჩნიათ ტემპერატურის საკმაოდ ზუსტი რეგულირების სისტემა, აგრეთვე გააჩნია ჰაერის ნაკადის მიმართულების, და საჩქარის რეგულირების საშუალება, გათბობის რეჟიმში მუშაობის ფუნქცია, ავტომატური ჩართვა-გამორთვის ტაიმერი და სხვა მრავილი ფუნქცია, მათი თვისებები და რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია ზოგადათ კონდიციონერის ბრენდზე, და მოდელზე. ამჟამად სპლიტ-სისტემის კონდიციონერი არის ყველაზე გავრცელებული და პოპულალური რადგანაც საკმაოდ ეკონომიურია და უწევს კონკურენციას გაზის გამათბობლებს და სხვა გათბობის სისტემებს.
კედლის კონდიციონერები
კედლის კონდიციონერების სიმძლავრე მერყეობს 2-9 კილოვატამდე. ამ ტიპის კონდიციონერის დაყენება შეიძლება ნებისმიერ ფართში(ოფისი, ბინა), რომლის ფართობი არ აღემატება 100 კვ. მ. მანძილი შიდა და გარე ბლოკს შორის არ უნდა აღემატებოდეს 5-8 მეტრს. ეს არის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი (ღირებულების მხრივ) სპლიტ-სისტემის ტიპის კონდიციონერი.
არხული კონდიციონერი.
არხული კონდიციონერი განკუთვნილია ერთდროულად რამდენიმე სათავსოს (ოთახის) გასაგრილებლად. მისი სიმძლავრე (20 კილოვატამდე, და მეტი) საკმარისია დიდი საცხოვრებელი ბინების, სახლების და ოფისების გასაგრილებლად. არხული კონდიციონერი როგორც წესი იკიდება შეკიდული და ფაკტიური ჭერებს შორის არსებულ სივრცეში. მისი დიდი უპირატესობა სხვა სპლიტ-სისტემებთან შედარებით არის ის, რომ მას შეუძლია შენობაში სუფთა ჰაერის შემოტანა, ამ თვისებიდან გამომდინარე, უმეტეს წილად მას იყენებენ ცენტრალიზებულ სავენტილაციო სისტემებში.
კასეტური კონდიციონერები.
კასეტური კონდიციონერი მონტაჟდება შეკიდული და ფაკტიური ჭერებს შორის არსებულ სივრცეში, მაგრამ არხული კონდიციონერისაგან განსხვავებით(რომელიც მთლიანად იმალება ამ სვრცეში), იმალება ნაწილობრივ, ქვედა ნაწილი რომელიც დაფარულია დეკორატიული პანელით ჩანს შეკიდული ჭერის ზედაპირზე. კასეტური კონდიციონერის ზომები სტანდარტიზებულია, და როგორც წესი შეადგენს: 60x60 სმ ან 120x120 სმ, რაც სტანდარტული შეკიდული ჭერის ფილების ზომებს ემთხვევა, და შეკიდული ჭერის ფილის მაგივრად მოტაჟის საშუალებას იძლევა. კასეტური კონდიციონერი ჰაერს ოთხი მიმართულებით ანაწილებს, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გათბობა/გაგრილებას კედლის კონდიციონერებთან შედარებით.
ჭერ-იატაკის კონდიციონერი
ჭერ-იატაკის ტიპის კონდიციონერი - არის ალტერნატიული ვარიანტი კედლის და კასეტური-ტიპის კონდიციონერების შორის. მათგან განსხვავებით იგი მონტაჟდება ჭერზე ან კედელზე(გათბობის რადიატორის მსგავსად) და უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ განაწილებას. კასეტური ტიპის კონდიციონერებისაგან განსხვავებით იგი ვერ უზრუნველყოფს ფარულ მონტაჟს, და აქედან გამომდინარე არ მოითხოვს შეკიდული ჭერის არსებობას.
კოლონური კონდიციონერები
კოლონურ კონდიციონერს აქვს შედარებით დიდი წარმადობა და აქედან გამომდინარე გამოიყენებიან დიდი ფართობის სათავსოების გასაგრილებლად. მათ გააჩნიათ დიდი გაბარიტები და წონა. ჰაერის ძლიერი ნაკადის გამო ადამიანი დიდხანს ვერ გაჩერდება მათთან ახლოს, რაც განაპირობებს სპეციფიურ განთავსებას არსებულ ფართში.